საბერძნეთი: 11 თვის ბავშვი, რომელიც წითელას ინფექციას ემსხვერპლა

წელს საბერძნეთში წითელას ინფექციის პირველი მსხვერპლი 11 თვის ბავშვი გახდა. ის წითელათი დაავადდა და საბოლოოდ სეფსისით გარდაიცვალა.

როგორც ΚΕΕΛΠΝΟ აცხადებს, ბავშვის სიკვდილი ლაბორატორიულად დადასტურებულია. 11 თვის ჩვილი ბოშების ოჯახიდან იყო. მას კუნთოვანი დისტროფია განუვითარდა, ორგანიზმს დაცვის უნარი დაუქვეითდა და ანთებითი პროცესების გამო გარდაიცვალა. წითელა საბერძნეთში 2017 წლის 26 ოქტომბრამდეც დაფიქსირდა, განსაკუთრებით ჩრდილოეთ საბერძნეთში.

საბერძნეთის მოსახლეობის ნაწილს, ძირითადად 25-44 წლის, არ აქვთ წითელასთან ბრძოლისთვის საკმარისად ძლიერი იმუნიტეტი, ვინაიდან არ აქვთ მიღებული ვაქცინა.

ჯანდაცვის ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ MMR ვაქცინას, ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ევროპის მასშტაბით დაფიქსირებულია წითელას ინფექციის 19, 000 შემთხვევა, საიდანაც 45 ფატალურად დასრულდა.

melano

ტესტ