fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ალბანელმა მამაკაცმა ძარცვისას სამი მოხუცი მოკლა

არათუ ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ, არამედ 10-ჯერ მიუსაჯეს ალბანეთის მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა სამი მოხუცის მკვლელობისთვის, რომლებიც მან ძარცვისას იმსხვერპლა.

კერძოდ, 36 წლის ალბანელმა თითოეული დანაშაული, თავის თანამზრახველებთან ერთად, 2013 წელს, ახაიაში ჩაიდინა ახლა კი მისი საბოლოო განაჩენი გახდა ცნობილი.

ისინი მოხუცებს მთიან რეგიონში ძარცვავდნენ და მათ განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობოდნენ. სამი მათგანი სწორედ რომ საბედიწერო აღმოჩნდა. სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 36 წლის ალბანელ მამაკაცს ათჯერ მიუსაჯა.

2013 წლის 26 მაისიდან 8 ნოემბრის ჩათვლით სულ ყაჩაღობის ათი ფაქტი მოხდა. პირველ ორ შემთხვევაში მან კალავრიტაში 81 და 82 წლის მოხუცები იმსხვერპლა, ხოლო მესამე ძარცვისას, რომელიც 2013 წლის 20 ივნისს მოხდა, მოხუცი მოგვიანებით, საავადმყოფოში მიღებული ნერვული შოკისგან გარდაიცვალა.

onalem

ტესტ