fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: 10 ექთანი საავადმყოფოებში უკანონოდ მუშაობისთვის დააკავეს

8 უცხოელი და 2 საბერძნეთის მოქალაქე პოლიციამ საავადმყოფოებში უკანონოდ მუშაობისთვის დააკავა. ისინი კერძო ექთნებად მუშაობდნენ და არ ჰქონდათ არანაირი ლიცენზია მოევლოთ ავადმყოფებისთვის.

პოლიციამ შემოწმება დასავლეთ ატიკის საავადმყოფოებში ჩაატარა და არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა მსგავსი საქმიანობის წარმოების ნებართვა.

დაკავებულთაგან სამი საქართველოს, სამი ალბანეთის, ორი ბულგარეთის და ორი საბერძნეთის მოქალაქეა. მათ არ ჰქონდათ სამედიცინო ჯანმრთელობის ბარათი და რეგისტრირებული იყვნენ, როგორც ”პაციენტების კერძო, პირადი პერსონალი.”

პოლიცია აღნიშნავს, რომ მსგავსი სახის უკანონო საქმიანობა ქვეყნის სახელმწიფო ხაზინიდან თანხის დაკარგვას იწვევს. ისინი ასევე არ იხდიან კანონით გათვალისწინებულ სადაზღვევო ხარჯებს.

წყარო: http://www.multi-news.gr/usay-nosokomes-choris-ptichio-doulevan-apoklistikes/

onalem

ტესტ