fbpx
ეკონომიკასაზოგადოება

საბერძნეთში 1 იანვრიდან მინიმუმ 620,000 პენსიონერს პენსია გაეზრდება!

მინიმუმ 620, 000 პენსიონერი 2019 წლის პირველი იანვრიდან პენსიის გაზრდილ რაოდენობას აიღებს. ჟურნალ “Εφημερίδας των Συντακτών”-ის მიხედვით, საბერძნეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ბიუჯეტში არსებული 910 მილიონი ევრო მთლიანად პენსიების გაზრდას მოახმაროს.

სოციალური დაცვის მინისტრმა, ტასოს პეტროპულოსმა ამის შესახებ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

“პენსიები არ მოიჭრება. ფაქტობრივად, 1, 420, 000 პენსია არ შემცირდება და მინიმუმ 620, 000 პენსიონერი 90-დან 96 ევროთი მეტ თანხას აიღებს.”

კატეგორიები, თუ რის მიხედვით განისაზღვრება დანამატი და ვის აქვს უფლება აიღოს გაზრდილი რაოდენობის თანხა:

1) მათ, ვისაც ΙΚΑ-ში 6, 0000-დან 9,000 დღემდე ჰქონდათ ოფიციალური დაზღვევა.

2) მათ, ვინც მუშაობდა საჯარო სექტორში და დარეგისტრირებული იყო ΙΚΑ-ში. (თუმცა, პენსიას იღებდნენ, მხოლოდ თავიანთი თვიური ხელფასის გათვალისწინებით.)

3) ტაქსისტები, რომლებიც პენსიაზე გავიდნენ 35 წლის შემდეგ.

4) პენსიონერები, რომლებიც იღებდნენ 30%-ით შემცირებულ პენსიებს.

onalem

ტესტ