საბერძნეთ-თურქეთის საზღვართან ნაპოვნი სამი ქალი, სავარაუდოდ, ერთი ოჯახის წევრია

როგორც ტელეკომპანია Alpha TV იუწყება, საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე, მდინარე ევროსის ტერიტორიაზე ნაპოვნი სამი ახალგაზრდა ქალი ერთი ოჯახის წევრია.

კერძოდ, ისინი არიან 35 წლის ქალი (დედა) და სავარაუდოდ, 15-16 და 17-18 წლის გოგონები, რომლებიც მისი შვილები იყვნენ. სამივე მათგანი მოკლულია.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი მდინარის გადმოკვეთისას დაიხრჩვნენ, თუმცა, რეალურად, მათ ჭრილობები ბასრი საგნით აქვთ მიყენებული.

ერთ-ერთ გოგონას ხელები ჰქონდა შეკრული.

ადგილზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება, რათა იპოვონ რაიმე ხელჩასაჭიდი, რომლის საშუალებითაც პოლიცია დამნაშავის კვალზე გავა.

ექსპერტი აცხადებს, რომ მათი ნათესაური კავშირი 100%-ით არ არის დადგენილი და ამის შესახებ მხოლოდ შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ქალსა და გოგონებს სექსუალური ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.

melano

ტესტ