fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საბერძნეთში საქართველოს ელჩი საქართველოს მოქალაქეების უკან გაბრუნების შესახებ საუბრობს

საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იოსებ ნანობაშვილის ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეების საბერძნეთიდან უკან გაბრუნების რამდენიმე ათეულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი.

როგორც იოსებ ნანობაშვილმა ჟურნალისტებთან დაუბრისას აღნიშნა, მას სრული სტატისტიკური მონაცემები არ გააჩნია, თუმცა ამის ძირითადი მიზეზი შესაბამისი საბუთების არქონა გახდა.

“მხოლოდ საერთაშორისო აეროპორტიდან ათამდე ადამიანის უკან გაბრუნება მოხდა. ძირითადი მიზეზი არის შესაბამისი საბუთების არქონა. ამასთან, ისმის პრობლემა, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებასთან დაკავშირებით, მაგრამ საელჩოში არცერთი წერილობითი განცხადება არ შემოსულა.
ეს არის ის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი თამამემამულეებისგან ვიგებ”
, – განუცხადა ჟურნალისტებს იოსებ ნანობაშვილმა.

წყარო: www.interpressnews.ge

 

onalem

ტესტ