საბერძნეთის პოლიცია 60 წლის პედოფილის ფოტოებს ავრცელებს

საბერძნეთის პოლიციამ 60 წლის მამაკაცი 2017 წლის 31 აგვისტოს დააკავა. ამჟამად ხელმისაწვდომი გახდა მისი პერსონალური ინფორმაცია და ფოტოები.

მას ბრალად ედება მუსიკალურ სკოლაში არასრულწლოვანთა სექსუალური შევიწროვება, რაც მათ გაშიშვლებასა და ამგვარ მდგომარეობაში სურათების გადაღებას გულისხმობს. პოლიციაში საჩივარი 9 წლის გოგონას მშობლებმა შეიტანეს, რომელიც კონსერვატორიაში დაბრუნებაზე უარს ამბობდა. თუმცა, ასევე საუბარია სხვა ბავშვებზე, რომლებიც არიან 12, 14 და 15 წლის მოზარდები.

კერძოდ, ეს არის:

პანაიოტი გეორგიუ, დაბადებული 1957 წლის 26 მაისს, ქალაქ ათენში.

პოლიცია ავრცელებს მამაკაცის ფოტოებს, რადგან მიაჩნია, რომ მსხვერპლთა რაოდენობა ბევრად მეტია და შესაძლოა საზოგადოება რაიმე სახის ინფორმაციას ფლობს. ასეთ  შემთხვევაში ის მოუწოდებს მოსახლეობას დარეკონ შემდეგ ნომერზე: 210-6476370 და 210-6411111.