fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: მიგრანტ ბავშვებს პროსტიტუციაში მონაწილეობას აიძულებენ

ჰარვარდის უნივერსიტეტის ინფორმაციით, საბერძნეთში მცხოვრებ უსახლკარო ლტოლვილ ბავშვებს აიძულებენ, გაყიდონ საკუთარი სხეული იმისათვის, რომ გადაიხადონ კონტრაბანდული გადასახადი, ბრიტანეთში ან რომელიმე ევროპულ ქვეყანაში შესაღწევად.

ჟურნალისტები აღწერენ სიტუაციას, თუ როგორ ვრცელდება სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის ეპიდემია მიგრანტ ბავშვებს შორის საბერძნეთში, ასევე, სირიაში, ავღანეთსა და პაკისტანში, საიდანაც ცდილობენ შეაღწიონ საბერძეთში, კონტრაბანდული გადასახადის გადახდის გზით.

ერთ-ერთი ჟურნალისტის განცხადებით, არ შეიძლება ასეთი სიტუაციის იგნორირება და უყურადღებოდ დატოვება. ბავშვები სხეულით ვაჭრობით აფინანსებენ მიგრანტების გამგზავრებას. ის ამბობს, რომ არ შეიძლება გულხელდაკრეფილი ჯდომა, მაშინ, როცა ათენის ცენტრში ბავშვებს აიძულებენ გაყიდონ საკუთარი სხეული მხოლოდ იმისთვის, რომ გადარჩნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მომსახურების საფასური 15 ევროა. ხოლო კლიენტები ძირითადად 35 წლის ასაკის არიან.

onalem

ტესტ