fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: კაპიტალ კონტროლის ლიმიტი იცვლება!

ფინანსთა სამინიტრომ მიიღო გადაწყვეტილება კაპიტალ კონტროლის შეზღუდვები კიდევ უფრო შეამციროს. ცვლილება ძალაში 4 ივნისს შევა!

კერძოდ, ბანკების წარმომადგენელთა ინფორმაციით, საკანონმდებლო აქტი 1 ივნისს მომზადდა, ხოლო 4 ივნისიდან ეფექტურად ამოქმედდება.

მოსახლეობას ორშაბათიდან შეუძლია ბანკიდან გამოიტანოს 5, 000 ევრო, ნაცვლად 2,300 ევროსი, რომელიც ამჟამად არის ხელმისაწვდომი.

5, 000 ევრო იქნება ლიმიტი, რომლითაც თითოეულ ადამიანს შეეძლება ისარგებლოს ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.

რაც შეეხება ბიზნეს სექტორს და იურიდიულ პირებს, ამ შემთხვევაში ლიმიტი ორმაგდება და 20, 000 ევროს ნაცვლად, 40, 000 ევრო იქნება.

 

onalem

ტესტ