fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: 8 წლის შემდეგ – კომპენსაცია გოგონას, დედის სიკვდილის გამო, რომელიც არასოდეს უნახავს

42 წლის ქალი საავადმყოფოში დაგეგმილი საკეისრო კვეთის გასაკეთებლად მივიდა. დაიბადა ჯანმრთელი და ლამაზი გოგონა, მაგრამ მან იმის გააზრებაც კი ვერ მოასწრო, რომ დედა გახდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ქალი რამდენიმე საათში დაიღუპა. ეს ყველაფერი კი სასამართლოს დასკვნით, ექიმებისა და ექთნების შეცდომის გამო.

ინციდენტი 2009 წელს მოხდა, როდესაც დღის 12:00 საათზე ქალი სამშობიაროში მივიდა, ხოლო 15:30 საათზე საკეისრო კვეთის შედეგად, გოგონა გაჩნდა.  ექიმები ამბობდნენ, რომ დედა არაჩვეულებრივ მდგომარეობაში იყო და ის პალატაში გადაიყვანეს. თუმცა, რეალურად, საკეისრო კვეთისას, ქალს სასუნთქ სისტემაზე პრობლემები შეექმნა და ანესთეზიოლოგმა კორტიზონი გაუკეთა, რათა საკეისრო კვეთა გაეგრძელებინათ.

პალატაში ყოფნისას ქალი თავს სულ უფრო და უფრო ცუდად გრძნობდა და ორჯერადი ინჰალაციის შემდეგ ასთმური შეტევა დაემართა. მას კვლავ კორტიზონი გაუკეთეს. ექიმები მრავალი გზით ცდილობდნენ მის გადარჩენას, თუმცა, თითოეული გზა სასიკვდილო აღმოჩნდა. საბოლოოდ მას სუნთქვა აღარ შეეძლო და გულიც გაუჩერდა.

ექიმების განცხადებით, ქალის სიკვდილის მიზეზი ბრონქიალური ასთმის შეტევა გახდა, თუმცა, სასამართლოს მიერ 8 წლის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ყველა შემთხვევაში დამნაშავე მხოლოდ პერსონალია, ვინაიდან, თუკი ქალი მართლაც ასთმას ემსხვერპლა, საყურადღებოა, რომ ის იყო პაციენტი, ძალიან კარგად ცნობილი და გამოკვეთილი სამედიცინო ისტორიით. ქალი, რომელიც იყო ორსულად და ექიმმა იცოდა, რომ მას ალერგიული ასთმა ჰქონდა. ყველა შემთხვევაში, მისი სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ექიმებსა და ექთნებს გულგრილობასა და უყურადღებობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობაში ედებათ ბრალი.

აქედან გამომდინარე, 8 წლის გოგონას, რომელსაც დედა არასოდეს უნახავს და ასევე, მის ოჯახს, წლების შემდეგ სასამართლომ კომპენსაციის სახით 348,800 ევრო გადასცა. აქედან 205, 050 ევრო მორალური ზიანისთვის, ხოლო დანარჩენი მატერიალური კეთილდღეობისთვის.

onalem

ტესტ