საბერძნეთი: 55 წლის უცხოელი მამაკაცი მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს

გავრცელებული ინფორმაციით, 48 წლის ბულგარელის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 55 წლის ასევე ბულგარელი მამაკაცი.

ინციდენტი კუნძულ სერესზე მოხდა, როდესაც 55 წლის მამაკაცი 48 წლის თანამემამულესთან მივიდა და ბასრი იარაღით თავის არეში რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

48 წლის მამაკაცი სახლში უკვე გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ცნობილია, მათ შორის პირადი უთანხმოება არსებობდა. მკვლელობის დროს მსხვერპლს ეძინა.

დაპატიმრებული ბულგარელი სერესის პროკურატურის პირველ ინსტანციაში გადაიყვანეს.

melano

ტესტ