საბერძნეთის პოლიციამ 13, 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობის ქურდი დააკავა

რამდენიმე ხნის წინ 49 წლის ბერძენი ქალის სახლში ძარცვა მოხდა. ქურდის მიერ წაღებული ძვირფასეულობა საკმაოდ ძვირადღირებული იყო – საერთო ღირებულება 13, 000 ევროზე მეტი.

პოლიცია გამოძიებას 2 თვის მანძილზე აწარმოებდა და სახლი საიდანაც დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა წაიღეს, რამდენჯერმე შეისწავლეს. როგორც აღმოჩნდა, მძარცველი სახლში აივნის კარიდან შევიდა, სადაც გენეტიკური მასალა და თითის ანაბეჭდები დატოვა.

პოლიციამ სწორედ ამ გზით დაადგინა მისი ვინაობა.

აღსანიშნავია, რომ 21 წლის ბერძენის ვინაობა გამოვლინდა, მაგრამ პოლიციამ ის დანაშაულის ჩადენიდან გასული დიდი დროის გამო არ დააკავა.

თუმცა, პოლიცია გამოძებას აწარმოებს, მის მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულების გამოსავლენად.

 

melano

ტესტ