fbpx
კრიმინალი

საავადმყოფოებში სერიული ქურდობების საქმე გახსნილია

7 ივნისს მთავრობამ განაცხადა, რომ საბერძნეთსა და კიდევ 11 ევროპულ სახელმწიფოში საავადმყოფოების დაყაჩაღების საქმეები გახსნილია. ქურდების სამიზნე ძვირადღირებული სამედიცინო დიაგნოსტიკური ხელსაწყოები იყო.

ამ ყველაფრის უკან კოლუმბიელთა დანაშაულებრივი ჯგუფი დგას, რომელსაც 20, 37 და 50 წლის ადამიანები შეადგენენ. ატიკის უსაფრთხოების პრეფექტურის დირექტორმა განაცხადა, რომ საბერძნეთის საავადმყოფოებიდან მოპარული 4 სამედიცინო მოწყობილობა ლათინური ამერიკის ქვეყანის პოლიციამ ამოიღო.

ქურდობები ათენის, ვოლოსის, ლარისას და ლამიას საავადმყოფოებში 15-დან 20 მაისის ჩათვლით ხდებოდა. სამედიცინო აპარატურის ღირებულება ნახევარ მილიონ ევროზე მეტია.

დანაშაულებრივი ჯგუფი მოწყობილობებს საბერძნეთიდან კოლუმბიაში გადაზიდვის სერვისით აგზავნიდა.

მსგავსი ქურდობები ბოლო 4 წლის მანძილზე იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ლუქსემბურგში, პოლონეთში, ლიტვაში, ესპანეთში, ჰოლანდიაში, ავსტრიაში, ჩეხეთსა და ხორვატიაშიც დაფიქსირდა.

კოლუმბიის მოქალაქეები ქვეყნებში მოგზაურობდნენ როგორც ტურისტები.

პოლიციის ინფორმაციით, მათ საბერძნეთი 21 მაისს დატოვეს.

onalem

ტესტ