fbpx
ემიგრაციული სიახლეები

Ryanair-ი თბილისის აეროპორტზე: ასეთი ფასები ბარსელონაშიც კი არ არის

ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული და მდიდარი ავიაკომპანია Ryanair საქართველოს ბაზარზე შემოსვლას არ აპირებს და ამის მიზეზად ჩვენს ქვეყანაში არსებულ წარმოუდგენლად გაბერილ ტარიფებს ასახელებს.

როგორც Ryanair–ის მიმართულებათა განვითარების ხელმძღვანელმა ნილ ოკონორმა განაცხადა, ასეთი მაღალი და არაადეკვატური ფასები ბარსელონაშიც კი არ არის.

ოკონორი “შეცდომას” უწოდებს წინა ხელისუფლების დროს მიღებულ გადაწყვეტილებას – თბილისის აეროპორტი გადაეცათ კერძო კომპანიისთვის. Ryanair–ის ერთ–ერთი ხელმძღვანელი შეუსაბამო ფასებს სწორედ ამ გარემოებას უკავშირებს:

“წინა ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, როდესაც თბილისის აეროპორტი გადასცეს კერძო კომპანიას, რომელმაც მაღალი ტარიფები დააწესა. ასეთი ფასები ბარსელონაშიც კი არ არის, არადა თბილისში მხოლოდ 3 მილიონი მგზავრია. შესაძლებელი 40-50 მიმართულებიდან კი ევროპაში მხოლოდ 10-ზე ნაკლები სრულდება” – აღნიშნა ოკონორმა, რომლის განცხადებითაც, საქართველოს საავიაციო ბაზარზე არაკონკურენტული გარემოა.