fbpx
მზიას კულინარია

რვაფეხა ძმარში-ბერძნული სამზარეულოს მშვენება

საბერძნეთში რვაფეხა ტრადიციულ კერძად ითვლება, მაგრამ  მიუხედავად ამისა, ის მაინც დელიკატესია.

რვაფეხას მომზადება ძალიან მარტივია. თუ მას გაყინული სახით იყიდით, ის გასუფთავებულია და მას მხოლოდ ერთი წყლის გავლება სჭირდება, ხოლო, თუ მისი ყიდვა მეთევზესთან გიწევთ, შეგიძლიათ მას თხოვოთ, რომ გაგისუფთავოთ.

საჭირო პროდუქტების სია:

1 რვაფეხა

200 მლ თეთრი ღვინო

150 მლ ზეითუნის ზეთი

150 მლ თეთრი ძმარი

1 ს.კ. ორიგანო

ცოტაოდენი მარილი

მომზადების წესი:

  • მოვათავსოთ რვაფეხა ქვაბში, დავახუროთ ქვაბს თავზე და საშუალო ზომის ტემპერატურაზე ვშუშოთ რვაფეხა თავისისვე წვენში დაახლოებით ნახევარი საათი (დრო დამოკიდებულია რვაფეხას ზომაზე და იმაზე, თუ რამდენად კარგადაა რვაფეხა დამუშავებული ჩვენს სამზარეულოში მოხვედრამდე);
  • როდესაც რვაფეხას საკუთარი წვენი ამოუშრება, დავასხათ ღვინო, რომლის აორთქლების შემდეგ რვაფეხას 50 მლ ზეთი მოვასხათ და მოვხრაკოთ დაბრაწვამდე;
  • ამოვიღოთ რვაფეხა ხის დაფაზე და გავაგრილოთ;
  • დავჭრათ დაახლოებით 2-4 სმ სიგრძის ნაჭრებად;
  • მინის ან ემალის ჭურჭელში მოვათავსოთ ქვაბში დარჩენილი წვენი, ძმარი, ზეითუნის ზეთი, ორიგანო.კარგად ავთქვიფოთ ეს ყველაფერი ჩანგლით;
  • მიღებულ წვენში მოვათავსოთ რვაფეხას ნაჭრები. კერძი მზად არის.

მსგავსი ხერხით მომზადებული რვაფეხა მაცივარში დიდხანს ინახება.

წყარო: mzias-supra.com

 

 

onalem

ტესტ