fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

რუსი ქალი, რომელსაც დაგეგმილი ქორწილი ჩაეშალა, ბერძენ ექიმს უჩივის

ახლახანს გავრცელებული ინფორმაცია რუს ქალსა და ბერძენ ექიმს შორის არსებულ უთანხმოებასთან დაკავშირებით ნამდვილად შოკისმომგვრელია. ერთ მხარეს არის ქალი, რომელიც ექიმთან პლასტიკური ოპერაციებისთვის მივიდა, რათა მომავალი ქორწილისთვის უფრო ლამაზი ყოფილიყო, ხოლო მეორე მხრივ მომავალი ქმარი, რომელმაც ბერძენი ექიმის უკანონო ქმედებების გამო, მისი ცოლად მოყვანა გადაიფიქრა.

რუსეთის მოქალაქემ, სახელად ირინამ, რომელიც დუბაიში ცხოვრობს, ქირურგთან მისვლა და რამდენიმე პლატისკური ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა, რომელიც ძირითადად სახის, მკერდისა და მკლავების არეს ეხებოდა. ამ გზით მან წონაში დაკლება და კანის უფრო გაახალგაზრდავება გადაწყვიტა. ეს ყველაფერი კი 2016 წელს ხდებოდა, თუმცა, ვინაიდან მას არ სურდა დუბაიში ვინმეს ამის შესახებ გაეგო, ირინა სოჭში, თავის მშობლებთან წავიდა და რეაბილიტაციის კურსი იქ გაიარა. შემდეგ 2016 წლის ნოემბერში დუბაიში გაემგზავრა, სადაც თავის მომავალ მეუღლესთან ერთად ქორწილის დღე დანიშნა. ისინი რამდენიმე ხანში საბერძნეთში დაბრუნდნენ და უამრავი მშვენიერი დღე ერთად, ულამაზეს ადგილებში გაატარეს. მოინახულეს მეტეორაც კი.

თუმცა, როდესაც უკვე 2017 წელს კვლავ დაბაიში დაბრუნდნენ, ირინა მიხვდა, რომ მისი მეორე ნახევარი მის მიმართ შეცვლილი იყო და როგორც კი ქორწილის თემაზე დაიწყებდა საუბარს, მამაკაცი მაშინცე თემას ცვლიდა. ზოგადად, ირინასგან თავი ძალიან შორს ეჭირა. ქალმა არაბი საქმროსგან დაჟინებით მოითხოვა აეხსნა, თუ რატომ გაცივდა მის მიმართ.

ირინამ აღმოაჩინა, რომ მისმა მომავალმა საქმრომ იხილა ფოტოები, რომლებზეც ის საშინლად გამოიყურებოდა, სახეზე ჭრილობებით, სისხლით და საერთოდ, ნახევრად შიშველი საოპერაციო მაგიდაზე. ამ ყველაფერმა კი ურთიერთობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

თუმცა, მთავარი არის ის, რომ აღნიშნული ფოტოები ბერძენმა ქირურგმა ირინას დეიდაშვილის ქმარს გაუგზავნა და ამით პირადი ინფორმაციის დაცვის კანონი დაარღვია. სწორედ ასე მოხვდა ფოტოები ირინას ქმრის ხელშიც და მათი დაგეგმილი ქორწილი ჩაიშალა.

ამჟამად ირინა ბერძენ ექიმს სასამართლოში უჩივის და სრულიად სამართლიანად. ქირურგს არ ჰქონდა უფლება მისი ნებართვის გარეშე პირადი ინფორმაცია მესამე პირისთვის გადაეცა.

საუდის არაბეთში ქალისთვის შიშველი ფოტოების გადაღება კრიმინალურ დანაშაულსაც კი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ არაბი მამაკაცისთვის მსგავსი შემთხვევები ნამდვილად მიუღებელი აღმოჩნდებოდა.

ბერძენი ექიმი კი აცხადებს, რომ ფოტოები იმიტომ გაასაჯაროვა, რომ ამ გზით დუბაიში თავისი საქმიანობის გაფართოვება სურდა.

onalem

ტესტ