რუსეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის აფეთქების ამსახველი ვიდეო გავრცელდა

გუშინ რუსეთში ჩამოვარდნილ სამგზავრო თვითმფრინავზე ცეცხლის გაჩენის და ჩამოვარდნის შემდეგ მისი აფეთქების ამსახველი ვიდეო ერთ-ერთი კერძო სახლის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.


გამომძიებლები ავიაკატასტროფის ადგილზე კვლავ მუშაობენ. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი კვლავ უცნობია. სავარაუდო მიზეზებად უამინდობა, ტექნიკური გაუმართაობა და პილოტის შეცდომა სახელდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მოსკოვიდან ოსკში მიმავალი თვითმფრინავი სოფელ არგუნოვოსთან ჩამოვარდა. დაიღუპა 65 მგზავრი, მათ შორის ერთი ბავშვი და ეკიპაჟის ექვსივე წევრი.

გუშინ გამოქვეყნდა თვითმფრინავის გზავრთა სრული სია. გავრცელებული ცნობით გარდაცვლილთა ოჯახები მილიონი რუბლის კომპენსაციას მიიღებენ.