fbpx
პოლიტიკა

რუს დიპლომატებს ათენიდან ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის გამო აძევებენ!

“Καθημερινή”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ათენიდან რუსი დიპლომატების გაძევებისა და უკან შემოსვლის აკრძალვის საკითხები დღის წესრიგში დადგა.

სანდო დიპლომატიური წყაროები იუწყებიან, რომ ისინი საბერძნეთის ტერიტორიაზე უკანონო ქმედებებს ეწევიან და უხეშად ერევიან ქვეყნის საშინაო საქმეებში.

რუსი დიპლომატები ათენიდან ინფორმაციის მიღებასა და გადაცემას ცდილობენ და დაფიქსირდა საჯარო მოხელეებისთვის ქრთამის მიცემის ფაქტებიც. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ეს საკითხებია ბოლო ორი დღის მანძილზე მოსკოვსა და ათენს შორის დაძაბულობის მიზეზი.

ათენს უკვე ოფიციალურად აქვს გადაწყვეტილი ორი დიპლომატის საბერძნეთიდან გაძევება, ერთ-ერთი მათგანი რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი, ვიქტორ იაკოვლევია. სულ კი საუბარია ოთხ დიპლომატზე. გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის უფლება ჩამოერთმევათ.

მიუხედავად იმისა, რომ ათენი მაქსიმალურად ცდილობს მოსკოვთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას, საბერძნეთში ბოლო პერიოდის მანძილზე იგრძნობა რუსული გავლენა, რაც ქვეყნის ინტერესებში არ შედის.

ცნობილია, რომ რუსი დიპლომატები ცდილობდნენ გავლენა მოეპოვებინათ საჯარო მოხელეების გარდა, მიტროპოლიტებზეც, განსაკუთრებით კი, ათონის მთაზე მოღვაწე სასულიერო პირებზე.

მათ ჰქონდათ მცდელობა ჩარეულიყვნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა მაკედონიის პრობლემა, რაც ქვეყნისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტს წარმოადგენს.

დიპლომატიური წყაროები ასევე იუწყებიან, რომ ბერძნულ-რუსული ურთიერთობები არ განისაზღვრება მხოლოდ აღნიშნული დიპლომატების ფონზე და არ შეიძლება ამ ყველაფრის განზოგადება. ასევე, რომ რუსეთში საბერძნეთის არცერთი წარომადგენელი არ გადასულა თავისი უფლება-მოვალეობების საზღვრებს, არამედ მკაცრად ემორჩილებიან წესებს და მუშაობენ თავიანთი მისიის შესასრულებლად.

onalem

ტესტ