fbpx
საზოგადოება

რომელი სანაპიროებია ყველაზე სუფთა ატიკის რეგიონში ?!

საბერძნეთის ეკოლოგიური კვლევის ცენტრმა ატიკაში პლაჟები და აუზები დაათვალიერა.

კერძოდ, მათ შეაფასეს და ჩაიწერეს მდგომარეობა, რომელიც ატიკის 323 პლაჟზე გვხვდება. ეს ყველაფერი მიკრობიოლოგიური და სხვა გამოკვლევების მეშვეობით მოხდა.

ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ ცურვისთვის შეუსაბამოა, ზუსტად ის ადგილები, რომლებიც ყველაზე პოპულარულია.

შედეგების მიხედვით, ბანაობისთვის შესაბამისი 252(78.2%) პლაჟია, ხოლო 71 (22%) შეუსაბამო.

აღნიშნულია ოთხი პლაჟი, რომელზეც დაბინძურების ნულოვანი მაჩვენებელი იკვეთება: აგიოს ნიკოლაოს (ლაგონისი), ცენტრალური სარონიდა, ანავისოს, თიმარიუ პალეას ფოკეას.

თუმცა, ზოგადად სარონიკის მუნიციპალიტეტის ყურეში ნებისმიერი პლაჟი ბანაობისთვის ვარგისად გამოცხადდა.

 

onalem

ტესტ