fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

როგორია, იყო ფერადკანიანი ბერძნულ არმიაში

ყველა ადამიანი თანასწორია, ყველას თანაბარი უფლება და შესაძლებლობა აქვს ამ ქვეყანაში. თუმცა, ეს შესაძლოა ასე არც არის. იყო ბერძენი საბერძნეთში არ ნიშნავს, რომ მოგეპყრობიან სათანადოდ, თუკი თქვენი კანის ფერი სხვებისგან განსხვავდება. ამის ტიპიური მაგალითია იასონასი, რომლის დედა ბერძენია, ხოლო მამა უგანდადან არის. ის დაიბადა და გაიზარდა ამბელოკიპზე და ზოგიერთი ადამიანის მხრიდან ხშირად ხდებოდა რასისტული გამოვლინებების მსხვერპლი. თუმცა, მისი ბავშვობა სასიამოვნო იყო. შემდეგ მოვიდა დრო, როცა ის ჯარში უნდა წასულიყო, სადაც ასევე ბევრი პრობლემა დახვდა. ის თავისი გამოცდილების შესახებ ჰყვება:

– შეგეძლოთ, თუ არა ჯარისთვის თავი აგერიდებინათ?

– დიახ, რა თქმა უნდა, თუმცა, ვფიქრობდი, რომ დასაკარგი არაფერი მქონდა და დრო იყო, ცხოვრებაში რაღაცებზე დავფიქრებულიყავი.

– მიგაჩნიათ, რომ სამხედრო სამსახურის სისტემა სამართლიანია?

– არცერთ შემთხვევაში. ეს არ არის ყველა ადამიანისთვის. აქ ბევრია, ვისაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს,ზოგი მათგანი პროფესიულად თუ მატერიალურად განადგურებულია, ბევრმა კი საკუთარი ურთიერთობები დაასრულა. აქ არ ასწავლიან რაიმე სერიოზულს, გარდა იმისა, რომ აქაურობა მუდმივად უნდა დაალაგო. გამოდის, რომ აქედან ჯარისკაცის ნაცვლად, დამლაგებელი გამოდიხარ.

– 

– არმიაში რასიზმი გამოგიცდია?

– დიახ, პირველი, რამაც ჩემს გონებაში შემოაღწია იყო რეპლიკები: ”თუ შეინიღბები, აღარ გამოჩნდები”, ”როცა ბანაობ,ფერი გაგდის” და ასე შემდეგ, ბევრი მათგანი არ მახსოვს. ამას მეუბნებოდნენ ოფიცრები და სხვა მაღალჩინოსნებიც. მათ აგრესია ჰქონდათ ჩემ მიმართ და ვერ იჯერებდნენ, რომ ვიყავი ფერადკანიანი ბერძენი. ზოგადად ამ ყველაფერზე რეაქცია არ მქონდა ხოლმე, მხოლოდ ერთ მომენტს გამოვარჩევდი, როცა ოფიცერმა ყველა შეგვკრიბა და სამუშაოდ უნდა გავეგზავნეთ, მან თქვა: ”გააგზავნეთ ეს შავი”. მან ეს ყველას თანდასწრებით თქვა და მაშინ ძალიან გავბრაზდი, თუმცა, არაფერი მითქვამს, რადგან ვიცოდი, ეს შემდგომში ჩემთვის ბევრად ცუდი იქნებოდა.

– რას გულისხმობ, როცა ამბობ, რომ უარესი იქნებოდა?

– ეს საშინელი ციკლია, რომელიც არსად არასდროს დასრულდება. ამიტომ თავიდან უნდა აირიდო უარესი და გულში შეინახო, რაზეც ბრაზობ.

– ფიქრობ, რომ ოფიცრების ასეთი ქცევა არმიაში კანონის მსგავსი იყო?

– სამწუხაროდ, ჩემი გამოცდილება ბევრად დიდია, ვიდრე მოვყევი. ისინი ხშირად ავრცელებდნენ რასისტული შინაარსის მესიჯებს.

– რა რეაქცია აქვს ხალხს, როცა არმიის გარეთ, ქუჩაში ფორმით გხედავს?

– მათთვის ეს ბუნებრივი არ არის. მაგრამ ამის გამო დისკომფორტს ნამდვილად არ ვგრძნობ. ყველაზე უარესი რაც გამიგია, არის: ”შეხედე, შავი ატარებს ბერძნული არმიის ფორმას.” მე ცხოვრებისგან ვისწავლე, რომ ეს ყველაფერი გულთან არ უნდა მივიტანო და ფსიქიკა ამის გამო არ უნდა დავინგრიო. მე ბერძენი ვარ, აქ დავიბადე და ყველა გაოცებულია, როცა ბერძნულ ენაზე ვსაუბრობ.

– იცხოვრებდი სხვა ქვეყანაში?

– არა, მე მიყვარს საბერძნეთი. მეგობრები აქ მყავს და ცხოვრება აქ გავატარე. ერთადერთი რაც მინდა, მოვინახულო უგანდა, სადაც არასოდეს ვყოფილვარ და ვნახო ჩემი ნათესავები, რომლებსაც მხოლოდ ვიდეოებით ვიცნობ.

onalem

ტესტ