fbpx
საბერძნეთი

როგორი იყო “Black Friday” ათენსა და გარეუბნებში?

საბერძნეთის მოსახლეობა ყოველთვის მოუთმენლად ელოდება ყველაზე მასშტაბური ფასდაკლებების აქციას, რომელსაც “შავი პარასკევი ეწოდება”. გუშინ სწორედ ეს დღე იყო და უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, დილიდანვე შეიკრიბნენ მაღაზიების შესასვლელებთან, რათა სასურველი ნივთები პირველებს შეეძინათ.

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთს არანაირი კავშირი არ აქვს ამერიკულ ბაზართან, საიდანაც “შავი პარასკევის” ტრადიცია მოდის, როგორც ჩანს, ბერძნები ამ დღეს ფულს თავისუფლად იმეტებენ და რიგები სალაროებთან არ წყდება. მითუმეტეს, რომ წინ შობის დღესასწაულია.

განსაკუთრებით ბევრი ხალხი შეინიშნებოდა ტექნიკის მაღაზიებში. მათი უმრავლესობა სკოლის ასაკის ბავშვები იყვნენ, რომელთაც სკოლის შემდეგ საყიდლებზე გასეირნება გადაწყვიტეს.

სინდაღმის მოედანზე მაღაზიების გახსნას დილის 5 საათიდან ელოდებოდა დაახლოებით 200 ადამიანი.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ