fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: როგორ უნდა აიღოთ Athen.ena Card – ელექტრონული ბარათი რიგის გარეშე

გარდა რიგში დგომისა, არსებობს მეორე ვარიანტი, რომელიც უფრო კომფორტულია და რიგში დგომა არ გიწევთ. პრაქტიკულად, შესაძლებლობა გაქვთ, რომ მოაგროვოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, შემდეგ გადასცეთ ნებისმიერ საბილეთო ოფისს (რიგების გარეშე, აქ ასევე იგულისხმება ნებისმიერ მეტროს, თუ ისაპის სადგურში) და ელექტრონული კარტა სახლში მოგივიდეთ.

მოდით ვნახოთ ყველა ის საფეხური, რომელიც საჭიროა, რათა ამ მეთოდით კარტა სახლში გამოგიგზავნონ:

  • იღებთ ერთ დიდ კონვერტს (A4 – ანუ ჩვეულებრივი საქსეროქსო ქაღალდის სიგრძეს) და შიგნით ალაგებთ მომდევნო დოკუმენტებს:
  • ძველი კარტისა (სადაც მონაცემები და ფოტო იყო მითითებული) და ძველი თვიური კუპონის (როცა აძლევდით საბილეთო ოფისში, ავსებდა და ხელზე გაძლევდათ) ქსეროქსი
  • დოკუმენტის ქსეროქსი, სადაც მითითებულია თქვენი ამკა. თუ არ გაქვთ ამკა გადადით შემდეგ საფეხურზე
  • ერთი პასპორტის ან პირადობის მოწმობის სურათი
  • QR Code-ის დაქსეროქსება. დააჭირეთ აქ ეს კოდი რომ ამოვარდეს. აქაც ავსებთ, სახელს, გვარს, ამკას უთითებთ ან პასპორტს, დაბადების თარიღს და თქვენს მიერ არჩეულ პინს რომელიც უნდა დაიმახსოვროთ. შემდეგ აწვებით “Αποδέχομαι τους όρους χρήσης και αγοράς” და შემდეგ “Δημιουργία Κωδικού QR”. შემდეგ ამ კოდს ამობეჭდავთ და ასევე კონვერტში ჩადებთ.
  • როდესაც დოკუმენტებს ჩადებთ კონვერტში, გარედან უთითებთ (დაწერთ) თუ ზუსტად სად უნდა გამოაგზავნონ ბარათი. მიუთითეთ ყველა დეტალი! ფოსტის კოდი და ა.შ.

სად შეგეძლებათ ეს კონვერტი მიიტანოთ?

ნებისმიერ მეტროსა და ისაპის საბილეთო ოფისში! ასევე აღნიშნულ 6 გაჩერებაზე, რომლებიც მიიღებენ თქვენს კონვერტს:

  • Σύνταγμα (γραφείο επικοινωνίας κοινού): 7 ημέρες τη βδομάδα, 7:00 – 20:00
  • Ομόνοια (θυρίδα στα εκδοτήρια): 7 ημέρες τη βδομάδα, 7:00 – 20:00
  • Πειραιάς (θυρίδα στα εκδοτήρια): 7 ημέρες τη βδομάδα, 10:00 – 20:00
  • Αττική (σταθμαρχείο): 7 ημέρες τη βδομάδα, 6:00 – 20:00
  • Μοναστηράκι (θυρίδα στα εκδοτήρια): 7 ημέρες τη βδομάδα, 10:00 – 20:00
  • Πανεπιστήμιο (θυρίδα στα εκδοτήρια): 5 ημέρες τη βδομάδα, 10:00 – 20:00

როდის მიიღებთ კარტას?

კარტები მოგივათ ELTA COURIER-ით. მოგივათ პირადათ თქვენ და უნდა მოაწეროთ ხელი. თუ ვერ გიპოვეს, დაგიტოვებენ წერილს სახლის შემოსასვლელში და უნდა დაურეკოთ რომ შეათანხმოთ თქვენი ბარათის წამოღება.

დღემდე, უკვე 3.500 ადამიანმა გააკეთა ამ მეთოდით აღნიშნული ელექტრონული ბარათი.

ვიმეორებთ, რომ როდესაც გაამზადებთ კონვერტს, არ დგებით რიგში.