fbpx
საზოგადოება

როგორ “ისვრიან” მილიარდერები 1 მილიონს მიკონოსზე მხოლოდ ერთ კვირაში

წარმოგიდგენიათ როგორ დაისვენებდით მიკონოსზე 1 მილიონ დოლარად?! ჩახვიდოდით კერძო ვერტმფრენით, იცხოვრებდით ვილაში, ზღვის ხედით, ისეირნებდით იახტით, მიირთმევდით საუკეთესო რესტორნებსა და ბარებში.

მილიარდერები მიკონოსზე ჩადიან კერძო ვერტმფრენებით, რომელთა ღირებულებაც, როგორც წესი, 287,920 ევროა (იგულისხმება წასვლა-წამოსვლა). ისინი ჩერდებიან მდიდრულ ვილებში, სადაც 7 დღის გატარება 213, 500 ამერიკული დოლარი ჯდება.

ცხადია მათი ხარჯები ნელნელა იზრდება, ისეთი სიამოვნების მისაღებად, როგორებიცაა: ფიტნეს ცენტრი, ბარები, ჯაკუზი, DJ, საკვები, სასმელი და თანხა საშუალოდ 345, 016 დოლარამდე ადის.

სანაპირო ბარების სტუმრობისას, სადაც 6 კაციანი მაგიდა და ორგანული მენიუ ელით, თანხა კიდევ საშუალოდ 122, 000 დოლარამდე იზრდება.

გარდა, ამისა ყოველდღიური სეირნობისთვის მილიარდერები ქირაობენ მანქანებს, რომელთა ღირებულებაც 21, 350 დოლარია ერთ დღეში, ჰყავთ მძღოლი და აწყობენ ტურებს სხვადასხვა ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად.

დამღლელი დღის შემდეგ განტვირთვა ვილის სპა ცენტრში 12, 810 დოლარი ღირს.

თუმცა, მილიარდერები მხოლოდ მიკონოსით არ შემოიფარგლებიან და ათენსაც სტუმრობენ, ერთი დღით, სამი ვერტმფრენით, რისი ღირებულებაც 21, 594 დოლარია.

მათთვის სასურველი იახტების ფასი კი საშუალოდ 48, 000 ამერიკული დოლარია.

 

onalem

ტესტ