fbpx
საბერძნეთი

როგორ გარდაიცვალა 44 წლის დედა? – ურთერთობა ექიმთან და ბოლო მესიჯები

დამალული ურთიერთობა და ექიმის მეუღლესთან ჩხუბი

გუშინ, საბერძნეთის მესოლოგში, 44 წლის 3 შვილის დედა, ირინი ლაგუდაკი გარდაცვლილი იპოვეს მის მანქანაში.

როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ირინი ლაგუდაკის ურთერთობა ქონდა ერთ ცნობილ ექიმთან, ასევე მესოლოგიდან (თვითონ ირინი ქვრივი იყო). ურთიერთობა რომელსაც უმალავდნენ ახლობლებს, ნაცნობებს, ოჯახის წევრებს და ყველას. რატომ? ექიმი დაქორწინებული იყო და არავითარ შემთხვევაში არ უნდოდა დაენგრა მისი ოჯახის “უტოპია”. თუმცა, პარალელურად 44 წლის ქალზე იყო შეყვარებული, რომელთანაც საუკეთესო მომენტები გაატარა და სამწუხაროდ ეხლა ირინი გარდავლილია.

გასულ ხუთშაბათს, 44 წლის ირინიმ გადაწყვიტა რომ ესე ცხოვრება აღარ შეეძლო, უნდოდა მათი ურთიერთობა ყოფილიყო როგორც ყველას ურთიერთბა და გადაწყვიტა ექიმის ცოლს დალაპარაკებოდა. საღამოთი დაურეკა მას და ბევრი ლაპარაკის გარეშ უთხრა რომ წლობით მის ქმართან ურთიერთობა ქონდა, ასევე სთხოვა რომ განშორებოდა რათა ირინი დაქორწინებულო მასზე.

ექიმის ცოლიც აფორიაქდა და ორ ქალს შორის ჩხუბი ატყდა. მოკლედ, როცა ექიმი სახლში დაბრუნდა, მისმა ცოლმა უთხრა ზარის შესახებ და ასევე, მათ შორის იყო ჩხუბი. თუმცა, ექიმს ოჯახის დანგრევა არ უნდოდა და გადაწყვიტა პირგოში წასულიყვნენ, საიდანაც მისი ცოლი იყო.

რამოდენიმე საათის შემდეგ, ექიმმა გადაწყვიტა მარტო წასულიყო მესოლოგში პირგოდან, ცოლის გარეშე, რათა შემხვდარიყო 44 წლის ქალს. მას გადაწყვეტილი ქონდა რომ 44 წლის ქალთან დაშორება უნდოდა და ასეც ქნა: სთხოვა დაშორებულიყვნენ.

ირინის ჯეროდა რომ მამაკაცი მასთან დარჩებოდა, შოკში ჩავარდა ამ გადაწყვეტილებით და ტირილი დაიწყო, ეკითხებოდა თუ დარწმუნებული იყო ამ გადაწყვეტილებით. მამაკაცმა აუხსნა რომ მას მხოლოდ ეროტიული ურთერთობა უნდოდა მასთან და ახალი ოჯახის შექმნას ვერ შესთავაზებდა.

მის შემდეგ თუ რა მოხდა, არავინ იცის. ცნობილია რომ როდესაც ირინი დაიკარგა, მისმა ძმამ პოლიციას გააგებინა ამის შესახებ და ძებნა გამოცხადდა. ის რამოდენიმე დღის შემდეგ, პატრასში, შუადღისთვის მეძებარი ძაღლის მიერ იქნა ნაპოვნი. მისი ცხედარი მისი მანქანის უკანა სავარძელზე იყო ნაპოვნი. ექიმის თქმით, მის სხეულსა და სახეზე დამწვრობებია.

მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ ქალმა თავი მოიკლა, თუმცა ჯერ დაზუსტებული არაა. სანამ გარდაიცვლებოდა, მან ორი მესიჯი გააგზავნა. ერთი მის ნათესავს, ერთი კი ექიმს. ნათესავს თხოვა რომ მის ბავშვებს მოეარა და ყურადღება მიექცია. ასევე მისი ბანკის ანგარიშები და კოდები მიუთითა sms-ში. ექიმს კი მიწერა: “ჩემო სიყვარულო, ოდესღაც, შევხვდებით”