როგორ გამოიყურება გოგონა, რომელმაც 2004 წელს ათენში ოლიმპიური ცეცხლი ჩააქრო

2004 წელს მთელი მსოფლიო უყურებდა პატარა, ულამაზეს ბერძენ გოგონას, ფოტინი პაპალეონიდოპულუს, რომელმაც ათენში ოლიმპიური ცეცხლი ჩააქრო და ამით ოფიციალურად დახურა ოლიმპიური თამაშები. ახლა, 12 წლის შემდეგ, უკვე ზრდასრული ფოტინი ამბობს, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელი და ბრწყინვალე მომენტი იყო.

ახლა ის პატრასის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს და გვიზიარებს თავის გამოცდილებას, თუ როგორი შთაგონება მისცა ასეთ უდიდეს ღონისძიებაში მონაწილეობამ. როგორც ჩანს, ის ყველგან და ყოველთვის პირველია. სწორედ ამიტომ, ფოტინი ერთ-ერთია იმ 19 სტუდენტიდან, რომლებიც მთელი მსოფლიოდან შეირჩა 800 საუკეთესო მოსწავლიდან. მათ ამერიკის უმსხვილეს ბიოლოგიის მოლეკულურ კვლევით ცენტრში სასწავლებლად სტიპენდია მოიპოვეს.

იხილეთ ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება დღეს გოგონა, რომელიც 2004 წელს ათენის ოლიმპიური თამაშების სიმბოლო იყო.

melano

ტესტ