fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

როგორ დაიღუპა ახალგაზრდა ბიჭი ნაუსას სათხილამურო გზაზე

ვერიას სასაფლაოზე ნათესავები და მეგობრები ახლგაზრდა აკის გამოემშვიდობნენ. ბიჭს, რომელიც ნათელ მომავალზე ოცნებობდა. მასზე საუბრობენ, როგორც ანგელოზზე, აქტიურ ადამიანზე, რომელსაც უყვარდა ცხოვრება  და საკუთარი მიზნების მიღწევა უნდოდა.

აკის ქალაქში იცნობდნენ როგორც მანქანების ცნობილი დილერის შვილს, თუმცა, ასევე, როგორც ხელბურთის ისტორიული გუნდის მოთამაშეს. მან თამაში 7 წლის ასაკიდან დაიწყო.

საბედისწერო ღამეს აკი მეგობრებთან ერთად ნაუსას კურორტზე წავიდა. თუმცა ეს არ იყო ორგანიზებული ვიზიტი. 7 მეგობარი სათხილამურო ცენტრს ესტუმრა, მაგრამ ის 16:00 საათის შემდეგ დაკეტილი იყო. მათ გარისკეს და სათხილამურო ტრასაზე დაეშვნენ. აკი ჩაფხუტს ატარებდა, თუმცა, დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ის ადგილზე გარდაიცვალა. ისინი უსაფრთხოების ზომებს არ იცავდნენ.

საბერძნეთის სათხილამურო სპორტის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მთა ისეთივე საშიშია, როგორც აბობოქრებული ზღვა. ის მოუწოდებს ახალგაზრდებს არ წავიდნენ რისკზე და დაიცვან უსაფრთხოების ზომები.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სათხილამურო კურორტზე არსებული საფრთხეების გამო იქაურობა შუადღის ოთხ საათზე იკეტება და სტუმრები ადგილს ტოვებენ.

onalem

ტესტ