fbpx
კრიმინალი

როგორ ცდილობენ საბერძნეთის დატოვებას ყალბი საბუთებით უცხოელები?!

ათენი-მაკედონიის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ საბერძნეთის რამდენიმე აეროპორტში უცხოელები დააკავეს. როგორც ჩანს, ისინი არა მხოლოდ პორტების საშუალებით, არამედ საჰაერო გზითაც ცდილობენ დატოვონ საბერძნეთი.

საბუთების შემოწმებისას, საბერძნეთის პოლიციამ კალამატას, ახაიასა და ეტოლოაკარნანიას აეროპორტებში უამრავი  უცხოელი დააკავა. შედეგად კი აღმოჩნდა, რომ ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ  საზღვარს უპრობლემოდ გადაკვეთდნენ.

მხოლოდ კალამატას აეროპორტში დაკავებულია უცხო ქვეყნის 40 მოქალაქე, ახაიაში კი 20.

ცხადია, მათ იცოდნენ, რომ პასპორტები ყალბი იყო, რადგან ისინი მიდიოდნენ კონკრეტულ გამყალბებლებთან და საბუთების სანაცვლოდ იხდიდნენ მინიმუმ 3, 000 ევროს. გამყალბებლები კი მათ არწმუნებდნენ, რომ ქვეყნის დატოვებას ყველანაირი დაბრკოლების გარეშე შეძლებდნენ.

უცხოელები საბერძნეთიდან გადასვლას ძირითადად ცდილობდნენ გერმანიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, შვედეთში, ჰოლანდიაში, ავსტრიაში, იტალიასა და ჩეხეთში.

პასპორტებში გარდა სხვა ფოტოებისა, ჩაკრული იყო სხვადასხვა ქვეყნების ყალბი ბინადრობის ნებართვები.

პასპორტები კი, რომელთა გაყალბებაც ხდება, როგორც წესი, მოპარულია მათი კანონიერი მფლობელებისგან.

 

onalem

ტესტ