fbpx
კრიმინალი

როდოსზე მომხდარი სასტიკი მკვლელობა: ჯერ კიდევ ცოცხალი გოგონა კლდიდან ზღვაში გადააგდეს

ხანგრძლივი დაკითხვის შემდეგ, ორმა მამაკაცმა 21 წლის სტუდენტი გოგონას მკვლელობა აღიარა.

ერთი მათგანი 19 წლის ბერძენია, ხოლო მეორე – 21 წლის ალბანელი. ისინი დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდნენ ბრალდებას, თუმცა, მათი დაკითხვა იქამდე მიმდინარეობდა სანამ ბრალდებას არ აღიარებდნენ.

მკვლელობა როდოსზე მოხდა და გარდაცვლილი გოგონას სახელი ელენი ტოფალუდია.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება. შემდეგ, დამნაშავეებმა იგი ფურგონით ლინდოსამდე მიიყვანეს და კლდიდან ზღვაში გადააგდეს. ვიდეოკამერამ დაფიქსირა სცენა, როგორ შეჰყავდათ გოგონა ფურგონში, რომელიც ერთ-ერთი მკვლელის კუთვნილება გახლდათ. სწორედ ამ კადრების დახმარებით მოხდა დამნაშავეების იდენტიფიცირება.

როგორც ჩანს, მკვლელობის მოტივი სექსუალური იყო.

SKAI-ს ინფორმაციით, დამნაშავეებმა გოგონას რკინის საგანი ჩაარტყეს, რადგან მან უარი უთხრა მამაკაცებს სექსუალური კავშირის დამყარებაზე.

შოკისმომგვრელი ფაქტი ის გახლავთ, რომ გოგონა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც მამაკაცებმა იგი ზღვაში გადააგდეს. სასამართლო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მას ფილტვებში წყალი ჰქონდა.

გოგონას გვამი 28 ნოემბერს იპოვეს.

 

 

onalem

ტესტ