fbpx
საბერძნეთი

როდოსზე მიტოვებულ ახალშობილს ადგილობრივი მკვიდრი გამოკვებავს

გავრცელებული ინფორმაციით, როდოსზე მიტოვებულ ახალშობილს ძუძუთი ადგილობრივი ქალი გამოკვებავს, რომელიც სულ ახლახანს გახდა დედა. ის ძალიან წუხს ჩვილის გამო, რის გამოც მან ეს გადაწყვეტილება მიიღო.

ბავშვი 7 მაისს ერთ-ერთ სატელეფონო ჯიხურში იპოვეს. მას ჭიპლარიც კი არ ჰქონდა მოჭრილი.

გამვლელებს ტირილი შემოესმათ, რის შემდეგაც პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ის სიცივისგან გალურჯებული იყო და სახვევებში, მუყაოს ყუთში იწვა. ბავშვს პირველადი დახმარება ახლოს მყოფმა გინეკოლოგმა აღმოუჩინა.

პოლიცია ჩვილის დედას ეძებს, თუმცა მანამდე სჭირდება კვება, რითიც მას ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები უზრუნველყოფს. ქალს ცოტა ხნის წინ შეეძინა შვილი და ის მიტოვებულ ბავშვს საკუთარ შვილთან ერთად გამოკვებავს.

onalem

ტესტ