fbpx
კრიმინალი

როდოსი: გარდაცვლილი გოგონა მკვლელებს საავადმყოფოში წაყვანას სთხოვდა

21 წლის ელენის მკვლელობამ მთელი როდოსი შეძრა. ბერძენი და ალბანელი დაკავებულები ჩვენების მიცემისას ახალ დეტალებზე საუბრობენ. მათი თქმით, ელენი საკუთარ მკვლელებს სთხოვდა, რომ საავადმყოფოში წაეყვანათ.

ექსპერტიზის დასკვნითაც დადგინდა, რომ თუკი გოგონას საავადმყოფოში მიიყვანდნენ და დახმარებას აღმოუჩენდნენ, ის დღეს ცოცხალი იქნებოდა. ასევე ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ბიჭი ალბანელ თანამზახველს ეუბნებოდა, რომ გოგონა მართლაც წაეყვანათ საავადმყოფოში, თუმცა, ალბანელმა გადაჭრით უარი განაცხადა.

ყველაფერი გოგონას სახლში დაიწყო, როდესაც მან ორი მამაკაცის შეთავაზებას, დაემყარებინა მათთან სექსუალური კავშირი, უარით უპასუხა. სწორედ ამის გამო, ჩაარტყეს მას უთო თავში. გოგონა დარტყმის შემდეგ ითხოვდა, რომ დახმარებოდნენ და საავადმყოფოში გადაეყვანათ, თუმცა მათ თქვეს, რომ ეს “საქმე” უნდა დაესრულებინათ და ამისთვის იმ კლდესთან მივიდნენ, საიდანაც გოგონა წყალში გადააგდეს.

21 წლის ელენი, რომელიც გადაგდებისას ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, წყალში დაიხრჩო.

შეგახსენებთ, რომ ბერძენი ეჭვმიტანილი როდოსზე ცნობილი ოჯახის შვილია, რომელიც ტურისტული ბიზნესით აქტიურად არის დაკავებული.

onalem

ტესტ