fbpx
სტილი

როდესაც გინდა Tattoo ბერძნულ ენაზე და Google-ს მთარგმნელის გჯერა

ცოტა ხნის წინ, სვირინგის ქონა განსხვავებულობის მანიშნებელი იყო. მაგრამ ამ სფეროში ესთეტიკის ძიება ნელნელა დაიწყეს. სვირინგი გარკვეულწილად სოციალური ტაბუ შეიძლება იყოს და ამ გზით ადამიანები გამოხატავენ პროტესტს და ეს ამავდროულად გამოწვევა და პროვოკაციაც არის.

დღესდღეობით ინტერნეტში ნანახი ვიდეოებით, თქვენ შეგიძლიათ, გახდეთ სვირინგის ხატვის ოსტატი. აღსანიშნავია ისიც, რომ თვითნასწავლი ადამიანი ხშირად ხდება პროფესიონალი, თუმცა, ძირითადად საპირისპირო შედეგი ფიქსირდება. მაგალითად, ავიღოთ Google-ს მთარგმნელი, რამდენი ტრაგიკომიკური სვირინგიც შეიძლება ინტერნეტში ნახოთ, ეს მისი დამსახურებაა. როდესაც სიტყვების გადათარგმნა ამ სასწაულმოქმედი პროგრამით გსურთ, თქვენ ასევე სასწაულ შედეგს მიიღებთ, თუმცა, ყველა ადამიანი ვერ ხვდება, რამდენად არასასურველია რეზულტატი, რომლის გადატანასაც თავად აპირებენ სხეულზე.

Google-ს მთარგმნელის მორიგი მსხვერპლი ამერიკელი სპორტსმენი ნიკოლ ანისტონი გახდა. არც თავად და არც ოსტატმა არ შეამოწმეს სიტყვების სისწორე, რომელიც ნიკოლს ზურგზე უნდოდა დაეხატა, თანაც ბერძნულ ენაზე. მას სურდა დაეწერა ”ბედნიერება, უსაფრთხოება და ჯანმრთელობა” . თუმცა, Google-ს ელექტრონული სისტემა სიტყვას ”ჯანმრთელობა”, რომელიც ინგლისურად იწერება, როგორც ”Well”, არ აღიარებს კონკრეტული მნიშვნელობით, რადგან ის ასევე ნიშნავს სიტყვას, რომელიც ბერძულ ენაში ითარგმნება, როგორც “λοιπόν”.

ნიკოლ ანისტონმა საშინელი შეცდომა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც თავისი Tattoo სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მის გამომწერებს შორის, რა თქმა უნდა, არიან ბერძნები, რომელთაც აღნიშნეს ეს შეცდომა. თუმცა, ამავე დროს მათ შანსი არ გაუშვეს ხელიდან, გოგონა საბერძნეთში მოეწვიათ, ისტორიული ადგილებისა დასათვალიერებლად და სვირინგის შესასწორებლად.

როგორც აღმოჩნდა, ნიკოლს, ისევე როგორც ჰოლივუდის მსახიობ ჯენიფერ ანისტონს, ბერძნული ფესვები აქვს.

onalem

ტესტ