“როცა ჩემს სექსუალურ ორიენტაციაზე ვისაუბრე, დავმშვიდდი” – ფოტის სერგულოპულო

გადაცემაში Dot მიწვეული იყო ფოტის სერგულოპულო, რომელმაც მრავალ თემაზე გულწრფელად ისაუბრა. ის შეეხო იმ სკანდალურ საკითხსაც, როდესაც რამდენიმე წლის წინ საჯაროდ აღიარა, რომ გეი იყო. ცნობილი ტელეწამყვანი ამბობს, რომ მისი განსაკუთრებული გულშემატკივარი ყოველთვის მისი მამა იყო.

“სიმართლე გითხრათ, იყო გულწრფელი ეს ყველაზე მარტივი რამაა სამყაროში. ეს დიდ პრობლემებს ჭრის. დამალო და არ წარადგინო საკუთარი თავი, ოჯახის წევრებს გააცნო თავი იმისგან განსხვავებული, ვიდრე ხარ, მათში ღელვას იწვევს. 

ჩვენს ოჯახში არაფერს ვმალავდით. უბრალოდ ვგრძნობდი, რომ ჩემი აღიარება ორიენტაციასთან დაკავშირებით, პრობლემებს შემიქმნიდა პროფესიაში, თუნდაც არაპირდაპირი გზებით.

მამაჩემი ძალიან ლიბერალი, განათლებული კაცი იყო. პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა და სამოქალაქო (სოციალური) ინჟინერი იყო. დედაჩემი კი თავიდან საფრანგეთში წავიდა, რათა იქ დარჩენილიყო, მაგრამ შემდეგ მამაჩემი შეუყვარდა და უკან დაბრუნდა. ფინანსურად არაფერი გვიჭირდა. 

ნორმალურად ვიზრდებოდი, შემდეგ კი, როცა 20-21 წლის ვიყავი, მამაჩემი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ჩემს გარემოცვაში გოგონები თითქმის არ იყვნენ. მე კი ვკითხე, თუ რისი თქმა უნდოდა ამით. თუმცა, მან მიპასუხა, რომ “ეს” საზოგადოებაში პრობლემებს შემიქმნიდა. ვუპასუხე, რომ ეს ვიცოდი, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიყავი. მან კი მითხრა, რომ უხაროდა და ჩუმად იქნებოდა. სულ ეს იყო ჩემი და მამაჩემის საუბარი.”

იხილეთ სრული ინტერვიუ:

melano

ტესტ