რიხარდოსა და მის 7 თანამზრახველს ციხიდან გაათავისუფლებენ!

ოქროთი უკანონო ვაჭრობის სქემაში მონაწილე პირებიდან 8-ს, მათ შორის, რიხარდო მილონასს ციხიდან ათავისუფლებენ. დღეს ამის შესახებ ადვოკატმა განაცხადა.

მთავარმა პროკურორმა გადაწყვიტა, რომ ისინი ციხიდან უნდა გათავისუფლდნენ, რადგან ვერ მოიძებნა ვერანაირი დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცებს, რომ მათ თურქეთში ოქრო უკანონოდ გაჰქონდათ.

ბერძნული კანონის თანახმად, თურქეთსა და ევროკავშირს შორის არსებული შეთანხმების ფონზე, არ არსებობს არანაირი მიღებული ტარიფი, რომელიც ეკისრება ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, როდესაც ოქრო საბერძნეთიდან თურქეთში გადააქვს.

ამიტომ, მათ ბრალდება, რომელიც უკანონოდ გადატანას გულისხმობდა, მოეხსნათ. ჩანს, რომ მილონასსა და მის ჯგუფს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრის რიხარდო მილონასი საბერძნეთის მასშტაბით უამრავ ლომბარდს ფლობს, საზღვრებს გარეთ კი, პორტუგალიასა და ესპანეთში.

მისი ადვოკატი ირწმუნება, რომ კიდევ უამრავ დოკუმენტს გაასაჯაროვებენ, რომელიც მათი საქმიანობის კანონიერებას დაამტკიცებს.

melano

ტესტ