fbpx
კრიმინალი

რიხარდო ციხეშია: როგორ გადაიტანეს ნახევარი მილიარდი ევროს ღირებულების ოქრო თურქეთში?

დღეს დიმიტრის რიხარდო მილონასის ნავპლიოს ციხეში გადაიყვანენ. სასამართლომ იგი ბრალდებულად სცნო, როგორც ოქროს კონტრაბანდაში ჩართული მთავარი წევრი.

ლომბარდების მფლობელმა, ზეპირი ფორმით მოიხადა ბოდიში, სადაც განაცხადა, რომ თავს უდანაშაულოდ თვლის ყველა ბრალდების მიმართ, რომელიც მას წაუყენეს. ესენია: კრიმინალური დაჯგუფების წევრობა, კონტრაბანდა და ფულის გათეთრება.

ამავდროულად, მიკროსქემაში “მოადგილის” თანამდებობას ასრულებდა მილონასის მდივანი, რომელიც პატისიონის ქუჩაზე მდებარე ლომბარდის მთავრ ფილიალში მუშაობდა. სასამართლომ ისიც დამნაშავედ სცნო. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული, რომელიც 2 შვილის დედაა, ერთ-ერთი მთავარი რგოლი იყო სქემაში. იგი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ კავშირი არ ჰქონია უკანონო გარიგებებთან და იგი პატიოსნად მუშაობდა მაღაზიაში.

საქმეში მონაწილე ოთხმა ბრალდებულმა ბოდიში მოიხადა, 8 პირს კი, წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

უკვე ცნობილია, რომ პოლიციამ დაჯგუფების სქემა და მოქმედებები გამოაშკარა. მათ ოქრო თურქეთში გადაჰქონდათ და ჩინელი დილერების მეშვეობით ყველაფრის “გათეთრება” ხდებოდა. მხოლოდ ბოლო 2 წლის განმავლობაში, მათ 65 მილიონი ევროს ღირებულების ოქრო გადაზიდეს, ჯამში კი, მისმა რაოდენობამ ნახევარი მილიარდი ევრო შეადგინა. ფინანსური მაქინაციებით, კომპანია დღგ-ს არ იხდიდა, მილონასიმ საგადასახადოში 2.4 მილიონი ევროს ოდენობის ზარალის საბუთი წარადგინა, ამ დროს კი, ინვესტიციებს ახორციელებდა და შავ ფულს ათეთრებდა.

დაჯგუფების ლიდერები ყოველდღიურად აფინანსებდნენ რიგით წევრებს, რათა მათ ოქრო შეესყიდათ. ისინი ოქროს, რა თქმა უნდა, ეკომომიკურად გაღატაკებული თანამოქალაქეებისგან ყიდულობდნენ, რომლებიც ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა დააზარალა. ჯგუფის წევრები ყველანაირი წარმოშობის ოქროს ყიდულობდნენ, მათ შორის იყო მოპარული ნაწარმიც.

 

onalem

ტესტ