fbpx
საზოგადოება

რისი ეშინიათ ათენელებს და რა არის მათი საფიქრალი?!

ქალაქში არსებული საერთო სურათი ცხადყოფს, რომ ათენი არც თუ ისე უსაფრთხო ადილს წარმოადგენს საზოგადოებისთვის. მოსახლეობა მუდმივად შფოთავს. რა არის ამ შფოთვის მიზეზი?!

გამოკითხვის მიხედვით, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქში ჩატარდა, მოქალაქეთა 69%-ეშინია, რომ გახდება ძარცვის ან ქუჩაში თავდასხმის მსხვერპლი.

41% აქცენტს აკეთებს სახლების ძარცვაზე, 31,3% მუდმივად შიშობს, რომ ქუჩაში დაესხმებიან თავს, 30,7% კი ფიქრობს, რამდენად უსაფრთხოდ არიან ბავშვები სკოლებსა და სხვადასხვა გასართობ ადგილებში.

ასევე აღსანიშნავია, რომ უმეტესად ქალები გამოხატავენ შიშს მოსალოდნელ საფრთხესთან დაკავშირებით. მათი 16, 7% სექსუალურ შევიწროვებაზე წუხს, ხოლო 12, 2% ფიზიკურ ძალადობაზე.

როცა რესპოდენტებს ჰკითხეს, რას ფიქრობენ საკუთარ ქალაქში გაზრდილ კრიმინალთან დაკავშირებით, 53, 7% პასუხობს, რომ კრიმინალის რიცხვი არ გაზრდილა, ხოლო 38, 6% ფიქრობს, რომ ეს რიცხვი ბოლო ორი წლის მანძილზე გაიზარდა.

კალითეაში, პერისტერიში, ილიუსა და პეტრუპოლის ტერიტორიებზე მოსახლეობას ყველაზე მეტად ეშინია შეიარაღებული ძარცვის.

თუმცა, ბევრად კრიტიკული ვითარება ფიქსირდება ათენის ცენტრალურ უბნებში: ექსარხია, აკადიმიას პლატონოს, პეტრალონა, გიზი, კიფსელი, ლიკავიტო.

onalem

ტესტ