fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

რიგები ათენის ცენტრში ერთი ტომარა კარტოფილისთვის (ვიდეო)

სერიოზული ფინანსური პრობლემების მქონე 1, 500 ოჯახს ათენში კუნძულ ნაქსოზე მოყვანილი 10 კილოგრამი კარტოფილი გადაეცა.

არაჩვეულებრივი ინიციატივა არქიეპისკოპოსსა და ნაქსოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციას ეკუთვნის, რომლებიც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ 1, 500 ოჯახს 10 კილოგრამი კარტოფილით დაეხმარნენ.

ბენეფიციართა სიაში არის 3 შვილის დედა გიანულა ვასილოპულუ, რომელიც მადლობა უხდის ნაქსოს მაცხოვრებლებს: ”მინდა მადლობა ვუთხრა ხალხს ნაქსოდან, ჩემი ოჯახის დახმარებისთვის. მე მარტოხელა დედა ვარ და სამი შვილი მყავს. ერთ-ერთი მათგანი უნარშეზღუდულია, საწოლში წევს და დახმარება ჯერ არავისგან მიმიღია.”

ათენის ოჯახთა მხარდაჭერის საეკლესიო ფონდის ხელმძღვანელი, მერი პინი აცხადებს: ”მინდა მთელი გულით დიდი მადლობა გადავუხადო ნაქსოს მეურნეობის კოოპერატივების ასოციაციას, რომელმაც 1, 500 ოჯახს გარკვეული სახის დახმარება გაუწია. მათ ეს ძალიან სჭირდებათ.”

მთლიანობაში ნაქსოდან 30 ტონა კარტოფილი ჩამოვიდა. ეს არის ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ქველმოქმედებას.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. 27 სექტემბერს 15 ტონა კარტოფილი დარიგდა შემდეგ ადგილებში: მენიდი, პეტრუპოლი, ფილი, კამატერო, ანო ლიოსია, ზეფირი, აგიუს ანარგირუს.

onalem

ტესტ