fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

რეთიმნო: 19 წლის მოცეკვავეს 80 ევროს სანაცვლოდ პროსტიტუციით დაკავებას აიძულებდნენ

კრეტაზე, ქალაქ რეთიმნოში ერთ-ერთი ბარის ბერძენი მფლობელი და 49 წლის ბოსნიელი დააკავეს.

საბერძნეთის პოლიციის ოფიცრები ბარში შევიდნენ, როგორც კლიენტები და აღმოაჩინეს, რომ 49 წლის მამაკაცი 19 წლის რუმინელ მოცეკვავე გოგონას, 80 ევროს სანაცვლოდ, პროსტიტუციით დაკავებას აიძულებდა.

ოპერაციისას აღნიშნულ საქმიანობაში გადახდილი თანხა და დამატებით 650 ევრო აღმოაჩინეს, რომელიც ასევე უკანონო საქმიანობიდან იყო შემოსული.

გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება. ორი დაკავებული პირი, საბერძნეთისა და ბოსნიის მოქალაქეები, რეთიმნოს პროკურორის წინაშე წარსდგებიან.

onalem

ტესტ