fbpx
საზოგადოება

რემოს-ბოსნიაკის თაფლობის თვე და ვიზიტი მონასტერში

ზღაპრული ქორწილის შემდეგ, ანტონი რემოს და მისი მშვენიერი მეუღლე თაფლობის თვით დატკბნენ, თუმცა მცირე ხნით, წყვილის ვალდებულებების გამო.

ცნობილია, რომ რემოს-ბოსნიაკი უკვე 10 წელია ერთად არიან, მათ ჰყავთ ქალიშვილი – ელენი და უდავოდ, წყვილს სურდა მშვიდ და წყნარ გარემოში გაეტარებინა თაფლობის თვე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომღერალმა და მისმა ცოლმა მცირეხნიანი დასვენება გადაწყვიტა, რადგან ანტონი იძულებული იყო ათენში დაბრუნებულიყო გლანდების ოპერაციისთვის. როგორც ცნობილია, წყვილი, ქალიშვილთან ერთად, თურქმა ბიზნესმენმა დაპატიჟა მოკლე კრუიზზე, თურქეთის ერთ-ერთ სანაპიროზე. ამის შემდეგ, წყვილი ესტუმრა კუნძულ სიმის, რათა პანორმიტის მონასტერი მოენახულებინათ.

ანტონის აღთქმა ჰქონდა შესასრულებელი. წყვილმა დაგეგმა, რომ პანორმიტის მონასტერი ჯვრისწერამდე ენახათ. თუმცა, სამწუხაროდ ვერ შეძლეს ამის გაკეთება. ახლა კი, რემოსს მიეცა შესაძლებლობა დამტკბარიყო არა მარტო თვალწარმტაცი კუნძული სიმის მშვენიერებით, არამედ მონასტერიც მოენახულებინა.

 

onalem

ტესტ