რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავებული კაფეტერიის მფლობელი

ოპოზიციური გამოცემა Cumhuriyet-ის შენობაში მდებარე კაფეტერიის მფლობელი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს, – იუწყება სააგენტო Reuters.
გამოძიების ინფორმაციით, შენოლ ბურანმა, რომელიც კაფეტერიას ფლობს ოპოზიციური გამოცემა Cumhuriyet-ის შენობაში, საჯაროდ განაცხადა, რომ არასოდეს მიართმევდა ჩაის ერდოღანს.
თურქეთის კანონმდებლობის თანახმად, თურქეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფა 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ბურანი მას შემდეგ დააკავეს, რაც გამოცემის შენობაში მომუშავე პოლიციელმა განაცხადა, რომ მას ესმოდა თუ როგორ ლანძღავდა ბურანი თურქეთის პრეზიდენტს და როგორ თქვა ბურანმა, რომ ” ერდოღანი მის კაფეტერიას თუ ეწვეოდა, ის მას არასოდეს მიართმევდა ჩაის”.

melano

ტესტ