fbpx
ბიზნესისაბერძნეთი

რატომ ყიდულობენ თურქები ასე ხშირად უძრავ ქონებას საბერძნეთში?

თურქების ინტერესი საბერძნეთში უძრავი ქონების მიმართ ძალიან დიდია. თუმცა ამას რამდენიმე მიზეზი  შეიძლება ჰქონდეს: პოლიტიკური არასტაბილურობა თურქეთში, ლირის დასტაბილურება, ან საბერძნეთს, უბრალოდ, ძალიან მოსწონს თურქები.

როდოსზე ამბობენ, რომ თურქები ძალიან კარგი კლიენტები არიან: “როდესაც ისინი ჩვენთან მოდიან, ამბობენ, რომ კარგი ინვესტიციის გაკეთება უნდათ. მათ  არ აქვთ ჩამოყალიბებული, თუ რამასშტაბის უძრავი ქონება სურთ ან სად ურჩევნიათ იყოს ის, მათთვის მთავარი თავად ინვესტიცია, რადგან მათი ფული აქ უსართხოდაა.”

მდიდარი თურქები სახლებს ყიდულობენ არა მხოლოდ კუნძულ როდოსზე, არამედ მიკონოსსა და აღმოსავლეთ ათენში, მაგალითად გლიფადის გარეუბანში. აღმოსავლეთ ათენის უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, ისინი ძირითადად არიან ადვოკატები, ექიმები, ბიზნესმენები და ა.შ.

კანონით, ნებისმიერ უცხოელს, რომელსაც საბერძნეთში უძრავი ქონების შეძენა სურს, რომლის ღირებულებაც 250, 000 ევროა ან მეტი, ავტომატურად ენიჭება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლება. ეს ფაქტი კი შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ თურქები  საკუთარ ქვეყანაში თავს კომფორტულად და დაცულად არ გრძნობენ, რაც პოლიტიკურ არასტაბილურობას უკავშირდება.

თუმცა, როდოსს თურქებისთვის განსაკუთრებული უპირატესობა აქვს. ეს კუნძულის თურქეთის სანაპიროებთან სიახლოვეა. აქ თურქ ინვესტორებს შენაძენის გაკეთება ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეუძლიათ და ამას დიდი სიამოვნებით აკეთებენ.

onalem

ტესტ