fbpx
კულტურასაბერძნეთი

რატომ უნდა უყვარდეთ გურმანებს კუნძული სიფნოსი?

საბერძნეთის კუნძული სიფნოსი ცნობილია თავისი პოეტებითა და ისტორიული სოფლებით. თუმცა, მას კიდევ აქვს ერთი მიმზიდველი მხარე –  საოცარი ტრადიციული სამზარეულო. გადავხედოთ, სად შეიძლება მიირთვათ საუკეთესო კერძები.

აპოლონია – კუნძულის დედაქალაქი. აქ შეგიძლიათ შეღებილი სახლების ვიწრო ქუჩებში მდებარე რესტორებში არაჩვეულებრივი კერძები დააგემოვნოთ.

არტემონა – აპოლონიადან რამდენიმე წუთის სავალზე. აქ ულამაზესი ხედები და ვილებია, რომლებიც თქვენს სადილს სრულყოფილს გახდის. შეგიძლიათ ეწვიოთ რესტორებს, თონეებსა და ტავერნებს,  და ასევე დააგემოვნოთ დონატები და როგორც ბერძნები უწოდებენ ახლად გამომცხვარი ლუკუმადები.

როცა კუნძულს მოინახულებთ და ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებთ, დარწმუნებული იყავით, რომ ისინი თქვენი მოგზაურობის აღსანიშნავ დეტალებად გადაიქცევიან. ზოგიერთი მათგანია: ქათმის შემწვარი ბურთულები, ყველი მანურა, წითელ ღვინოში მოხარშული ცხვარი, ნუშის ფხვნილისგან დამზადებილი ტკბილეული და ა.შ.

onalem

ტესტ