რატომ გვხვდებიან პოლიციელები ათენის მეტროსადგურებში?! – Georgians.gr

რატომ გვხვდებიან პოლიციელები ათენის მეტროსადგურებში?!

ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ათენის მეტროსადგურებში ხშირად შეინიშნებიან საბერძნეთის პოლიციის თანამშრომლები. საზოგადოებაში ამ საკითხმა დაბნეულობა და გარკვეულწილად შიშიც გამოიწვია, ვინაიდან ბევრ საბერძნეთში მცხოვრებ ადამიანს არ აქვს ლეგალურად ცხოვრების საბუთები. სწორედ ამიტომ, საჭიროდ მივიჩნევთ განვმარტოთ, თუ რატომ დადიან ისინი მეტროში.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მეტროსადგურებში ძალიან ხშირად მოძრაობენ ჯიბის ქურდები და დადიან უსახლკარო ადამიანები სამათხოვროდ, რაც ხშირ შემთხვევაში დისკომფორტს ქმნის მგზავრებისთვის.

გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ელექტრონული სისტემა მუდმივად ვანდალიზმის მსხვერპლი ხდება, ისინი ვალდებულნი არიან დაიცვან უსაფრთხოება.

სწორედ ამიტომ, საბერძნეთის პოლიციის თანამშრომლები სიტუაციის კონტროლისთვის სადგურებში რაღაც პერიოდის მანძილზე პატრულირებენ.

სავარაუდოდ, მათ კომპეტენციაში ამჟამად არ შედის მოითხოვონ თქვენგან ბილეთი, თუმცა, თუკი თქვენი ქვეყანაში ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, უმჯობესია, ყოველთვის იქონიოთ ბილეთი ან ელექტრონული ბარათი.

რაც შეეხება საბუთების მოთხოვნას, ისინი მეტროში ამ საკითხის გმო არ დადიან, ამიტომ ნუ დაიბნევით, თუკი თქვენ გვერდით ვაგონში პოლიციის თანამშრომელს შენიშნავთ.

melano

ტესტ