რატომ არ არსებობს საბერძნეთში კანონი მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით? იმიტომ, რომ ისინი ბერძნები არიან!

ჟურნალში ”The Wall Street Journal” გამოქვეყნდა სტატია იმის შესახებ, თუ როგორი სუსტია საბერძნეთში მოწევასთან ბრძოლის სტრატეგიები. კანონმა, მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით, მარცხი განიცადა. ჟურნალისტებმა გამოიტანეს მარტივი და ამავე დროს პარადოქსული დასკვნა: ”ბერძნები თავადვე ეწინააღმდეგებიან მოწევის აკრძალვას ქვეყანაში.”

სტატიაში მოყვანილია უამრავი მაგალითი და არგუმენტი, რომლებიც ამ დასკვნას ამყარებს. ერთ-ერთი ბარის მეპატრონე, რომელმაც ბარი ათენში 2013 წელს გახსნა, თავის გამოცდილებას გვიზიარებს. მან საკუთარ ბარში მოწევა აკრძალა, რადგან თავად ვერასოდეს ეგუებოდა თამბაქოს, თუმცა, მისი იმედები არ გამართლდა და ძალიან ცოტა ხანში ბერძნებისგან გაიგონა ფრაზები: ”კანონი იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიო.”

დღესდღეობით კი ამ ბარში, ისევე როგორც უამრავ სხვა დაწესებულებაში საბერძნეთის მასშტაბით, ბერძნები თავისუფლად აბოლებენ თამბაქოს. თუმცა, აღნიშული მაგალითი არ არის ერთადერთი. ჟურნალისტები წერდნენ თამბაქოს მოხმარებაზე სპორტსმენების, ტაქსის მძღოლების, პოლიტიკოსების მიერ. აღსანიშნავია შემთხვევა, როდესაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, პავლოს პოლაკისი, გასულ წელს გამართულ კომფერენციაზე სიამოვნებით აბოლებდა სიგარეტს.

melano

ტესტ