fbpx
საზოგადოება

რატომ აპირებდა თვითმკვლელობას ბერძენი მამაკაცი ომონიის ცენტრში?!

გუშინ დაახლოებით შუადღის 15:30 საათზე ომონიის ცენტრში მამაკაცი ერთ-ერთ ქანდაკებაზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე სწრაფად მობილიზდა პოლიცია და სახანძრო სამსახური. ომონიის ცენტრალური გზები ჩაიკეტა და ირგვლივ ადამიანები შეიკრიბნენ, რათა ეყურებინათ, როგორ განვითარდებოდა მოვლენები.

ვიდრე ის სიმაღლიდან ჩამოვიდოდა, არ ასახელებდა მიზეზს, თუ რატომ აპირებდა თავის მოკვლას. თუმცა, მას შემდეგ, რაც ის გადაარწმუნეს და მეხანძრეთა დახმარებით დაბლა ჩამოვიდა, თქვა, რომ თავის მოვკლა სურდა საფულის გამო, რომელიც დაკარგა.

მამაკაცი ბერძენია და არსებული ვარაუდის მიხედვით, ხუთშაბათს ის პოლიციაში მივიდა, რომელიც ომონიაზე მდებარეობს და საფულის დაკარგვის შესახებ უნდა განეცხადებინა. იქ მას მნიშვნელოვანი საბუთები, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საკრედიტო ბარათები ედო.

მომდევნო დღეს, ანუ პარასკევს, მან კვლავ მიაკითხა განყოფილებას, რათა გაეგო იპოვეს თუ არა მისი საფულე, თუმცა, ვინაიდან პასუხი უარყოფითი იყო, ის გარეთ გამოვიდა, სკულპტურაზე ავიდა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა.

მეხანძრეთა და პოლიციელთა მუშაობის საფუძველზე მამაკაცი სიმაღლიდან უსაფრთხოდ ჩამოვიდა და სავაადმყოფოში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ