fbpx
საზოგადოება

რას ითხოვდა თურქებისგან გათავისუფლებული ბერძენი ჯარისკაცი დედისგან?!

ანგელოს მიტრეტოდისი დიდი ძალითა და ენერგიით დაუპირისპირდა იმ პერიოდს, რომელიც მან თურქეთში, ადრიანუპოლის ციხეში გაატარა.

ბერძენი ჯარისკაცის მორალი, რომელმაც, მის მეგობართან, დიმიტრის კუკლაძისთან ერთად, ციხეში 5,5 თვე იჯდა, ერთი წუთითაც არ შერყეულა.

thrakinea.gr-ის მიხედვით, მიტრეტოდისი პატიმრობის დროს, დედისგან კატეგორიულად ითხოვდა, ნუ შეეხვეწებოდა ნურავის მის გათავისუფლებას. ის დედას სთხოვდა, რომ არანაირი გზით, არავისთვის ეთხოვა, გაეთავისუფლებინათ მისი შვილი.

ჯარისკაცი ფიქრობდა, რომ ეს მის თავისუფლებას უფრო დიდი ხნით შეზღუდავდა და რომ მისთვის დამცირება იყო.

მიტრეტოდისის დედამ კი შვილის სურვილს პატივი სცა.

ასევე ცნობილია, რომ ორივე დაკავებული ჯარისკაცის დედას უფლება ჰქონდა, გაეგზავნა წერილი თურქეთის პრეზიდენტის ცოლთან, ემინესთან, როგორც დედასთან.

“ჩემმა შვილმა მითხრა, არავისთვის მეთხოვა მისი გათავისუფლება,” ეს იყო მისი სიტყვიერი პასუხი შემოთავაზებაზე, ამიტომ ქალს წერილი არ გაუგზავნია.

onalem

ტესტ