fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

რას ამბობს სელიმ სელჯუკი MasterChef-ის დატოვებასთან დაკავშირებით

სელიმ სელჯუკმა, რომელიც ბერძნულ Masterchef-ში ერთ-ერთი ყველასათვის საყვარელი მონაწილე იყო, ხუთშაბათს პროექტი მსაჯების გადაწყვეტილებით დატოვა, რადგან მათი შეფასებით, კონსტანტინო სიმეონიდისა და ილექტრა ცურუნაკის კერძები საუკეთესოები იყო.

დღეს სელიმმა გადაცემაში “Στη Φωλιά των Κου Κου” ისაუბრა:

“თავს ნორმალურად ვგრძნობ. ნაწყენი არ ვარ. მომენატრება რაღაცები, რაც იქ ცხოვრებისას მქონდა, მაგრამ მთელი ცხოვრება იქ არ დავრჩებოდი. ჩემი დღე მოვიდა და მე თამაში დავტოვე. ყველაფერი კაგრადაა. სანამ პროექტში კერძებს ვამზადებდი, არასოდეს გამჩენია გრძნობა, რომ იქ უსამართლობა იყო. მსაჯებმა იცოდნენ რა მოვამზადე და თქვეს ის, რაც მე გავაკეთე. ეს ჩემთვის ცუდი დღე იყო.

ახლა ჩემს რესტორანში ვარ. ძველი რეცეპტები მაქვს, თუმცა, ისინი ჩემი რეცეპტები არ არის. მომსახურება არ შეცვლილა, ხალხი იქ ბედნიერია. ყველა მეკითხება, რა არის ჩემი საფირმო კერძი, თუმცა, მე არ მაქვს ასეთი, რადგან ყველაფერს რასაც ვამზადებ, კარგია. 

საბერძნეთში 2003 წლიდან ვარ. მყავს მეგობარი გოგონა და ახლა ჩვენ ქორწინებაზე ვფიქრობთ. წელიწადი და 5 თვეა ერთად ვართ.”

სელიმმა არ ისურვა კომენტარი გაეკეთებინა ილექტრას კერძზე:

“არ შემიძლია რამის თქმა. ეს სწორი არ არის, რადგან იქ მეც ვთამაშობდი. მსაჯებმა განსაჯეს. არ იქნება ლამაზი, ვთქვა რაიმე მონაწილეზე, რომლის გვერდითაც მეც ვთამაშობდი.”

ვისაც სურს ესტუმროს სელიმის რესტორანს, იხილეთ მისი ოფიციალური გვერდი და მისამართი:
Bousgou 2 (3.59 km)

114 73 Athens, Greece

 

onalem

ტესტ