fbpx
საბერძნეთი

13 წლის გოგონას მკვლელობა ამფისაში: რას ამტკიცებს 34 წლის დამნაშავე

უკვე ორშაბათის ღამიდან მოყოლებული ფთიოტიდის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

ორშაბათს ღამის 22:00 საათიდან, დამნაშავემ შეიარაღებულ პოლიციელთა და ადვოკატის თანხლებით შეაბიჯა პოლიციის განყოფილებაში და ჩაბარდა, რათა მოხდეს მისი გასამართლება. ერთ-ერთი სატელევიზიო არხის გადაცემაში, ბატონმა მადუვალოსმა განაცხადა ,რომ მკვლელი იმყოფებოდა ამფისის ზემოთ მდებარე მთაში და ხშირი კონტაქტის შედეგად დაარწმუნა ,რომ პოლიციას ჩაბარდეს. მანამდე,საღამოს, ბატონმა მადუვალოსმა გიონაში (Γκιώνα) იპოვა დამნაშავე.

კრიმინალისტი გაესაუბრა მას და დაარწმუნა, რომ პოლიციას ჩაბარებულიყო. ბატონი მადუვალოსის თქმით ,34 წლის კაცი განადგურებულია, რადგან მას არც ერთ შემთხვევაში არ სურდა გოგონას მოკვლა. დღეს, სამშაბათს, მოსალოდნელია მისი ლამიის სასამართლოში გადაყვანა, თუმცა მოთხოვნილია ვადის გახანგრძლივება, რომ აღიაროს დანაშაული შემდეგ დღეებში.