fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

რამდენი იყო ტემპერატურა მატიში, სადაც 26 ადამიანი ერთად დამწვარი იპოვეს?!

მატის სასიკვდილო ხანძართან დაკავშირებით უამრავი შემსწავლელი და საგამოძებო მოქმედება მიმდინარეობს. ერთ-ერთი ექსპერტიზის დასკვნა შესაძლებლობას გვაძლევს დაწვრილებით გავიგოთ, თუ რა ვითარებაში დაიღუპა ხალხი. საუბარია კონკრეტულად იმ ადგილზე, სადაც 26 ადამიანი, ერთად, ტრაგიკულად გარდაცვლილები იპოვეს.

როგორც ექსპერტი აცხადებს, ზოგადად მსხვერპლთა 90%-95% დამწვარია და მათი ამოცნობა, ცხადია, დნმ-ის ანალიზის გარეშე შეუძლებელია. მეხანძრეების ინფორმაციით, მთავარი პრობლემა იყო ის, რომ დრო ფაქტობრივად არ ჰქონდათ და ამასთანავე ტემპერატურა იზრდებოდა უკიდურესად სწრაფად.

ΘΕΜΑ-სთან ინტერვიუში ბატონი ბოიოკასი ამბობს:

“სადაც 26 ადამიანი ერთად დამწვარი ვიპოვეთ, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა იყო. ისინი ხაფანგში მოექცნენ, მათი ძვლებიც კი დამწვარი ვნახეთ. ეს კი ნიშნავს, რომ ეს ადამიანები 200 გრადუსზე მაღალ ტემპერატურას უძლებდნენ, ვიდრე გონება არ დაკარგეს. შემდეგ კი დაიწვნენ. ასევე იყო ერთი ადამიანი, რომელიც როგორც დავადგინეთ ორი საათის მანძილზე იწვოდა, ვიდრე მეხანძრეებმა მისი გამოყვანა მოახერხეს, თუმცა, ცხადია, ცოცხალი აღარ იყო.

თითოეული გვამის იდენტიფიცირება ძალიან გვიჭირს. ეს უმძიმესი საქმეა.”

onalem

ტესტ