fbpx
განათლება

რამდენად ძვირია ”უფასო” განათლება საბერძნეთში?!

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთში საჯარო დაწესებულებებში სწავლა უფასოა, ბერძნულ ოჯახებს შვილების განათლება ძალიან ძვირი უჯდებათ.

კერძო სწავლება, რომელიც მოიცავს უცხო ენებსა და კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, მოკრძალებული ოჯახის ბიუჯეტიდან დიდ თანხებს ითხოვს. კონკრეტულად, კერძო განათლების ღირებულება საერთო ჯამში 3,7 მილიარდ ევროს შეადგენს. ამასთანავე სახელმწიფოს მიერ საჯარო განათლებაში გაღებული ხარჯი 5,6 მილიარდი ევროა.

ყოველწლიურად GSEE ცენტრის მიერ ქვეყნდება განათლებაში დახარჯული თანხის მაჩვენებლები. 2014 წელს ბერძნული ოჯახები ბავშვის ნებისმიერი სახის განათლების საჭიროებაში 3,7 მილიარდ ევროს იხდიდნენ.

ამრიგად, 1,4 მილიარდი ევრო ნაწილდება დამატებით ტრენინგებში:

სასკოლო საგნებში – 500,8 მილიონი ევრო,

კერძო გაკვეთილებში – 271 მილიონი ევრო,

უცხო ენები – 660,1 მილიონი ევრო.

მშობლები ბავშვის განათლებაში თუ ხარჯავენ 834 მილიონ ევროს, საზღვარგარეთ ეს სიამოვნება 973,3 მილიონი ევრო უჯდებათ.

ასევე, დამატებითი ხარჯები აქვს სასკოლო რვეულებს – 253,6 მილიონი ევრო, 186 მილიონი ევრო კომპიუტერის კურსებისათვის, ხოლო ძიძებსა და მომვლელებს მშობლები 66 მილიონ ევროს უხდიან.

onalem

ტესტ