რადიკალურმა ცვლილებებმა კვიპროსის ციხეებში სუიციდის ფაქტები შეამცირა

კვიპროსზე, სასჯელაღსრულების სისიტემაში შეტანილი რადიკალური ცვლილებების შემდგომ, უკვე ორი წელია, რაც არცერთ პატიმარს თავი არ მოუკლავს.

ამის შესახებ კვიპროსის ციხეების დირექტორი ანნა არისტოტელუმ ისაუბრა. თუმცა, სამშაბათს გამოქვეყნებულ ევროპის საბჭოს სისხლის სამართლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2014 წელს კვიპროსს თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა ევროპაში – 44,1. ამ წელს 681 პატიმრის სიკვდილი დაფიქსირდა.

როგორც არისტოტელუმ აღნიშნა, გადამწყვეტი ფაქტორები, რომლებიც ხელს შეუწყობენ სუიციდის რიცხვის შემცირებას არის: პატიმართა განათლება, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება, ოჯახის წევრებთან მეტი ფიზიკური კონტაქტი და ტელეფონის გამოყენების შესაძლებლობა.

2014 წლის ნოემბერში დაწესებულებამ განაცხადა, რომ სუიციდზე უარის თქმის მაჩვენებელი 99,9% იყო.